ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს, რომ ევროკავშირი და აშშ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს.
ევროკავშირი და აშშ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები.
ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს.
ასე რომ, მოდით ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც განაგრძობს მათ სასარგებლოდ მუშაობას“- დაწერა ლაიენმა.
I warmly congratulate Donald J. Trump.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 6, 2024
The EU and the US are more than just allies.
We are bound by a true partnership between our people, uniting 800 million citizens.
So let's work together on a strong transatlantic agenda that keeps delivering for them.
ტრამპს გამარჯვება მიულოცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის აშშ-სთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.
"ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ევროკავშირს და აშშ-ს აქვთ მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას", - დაწერა მიშელმა.
Congratulations to President-elect @realDonaldTrump.
— Charles Michel (@CharlesMichel) November 6, 2024
🇪🇺 & 🇺🇸 have an enduring alliance and a historic bond. As allies and friends, the EU looks forward to continuing our constructive cooperation.
The EU will pursue its course in line with the strategic agenda as a strong,…
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება და აღნიშნა, რომ ევროპა მზადაა თანამშრომლობისთვის.
"ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ევროპა მზად არის ვითანამშრომლოთ უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით. შევინარჩუნოთ ტრანსატლანტიკური კავშირი ძლიერი, განმტკიცებული ჩვენს საერთო ღირებულებებში თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ღია ბაზრების შესახებ",- დაწერა მეცოლამ.
Congratulations to @realDonaldTrump on his electoral victory in the United States.
— Roberta Metsola (@EP_President) November 6, 2024
Europe is ready.
To cooperate as we address unprecedented geopolitical challenges.
To keep the transatlantic bond strong, rooted in our shared values of freedom, human rights, democracy & open…
ამასთან, ტრამპმა უკვე მიიღო ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერის მილოცვაც.