მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი აშშ-ის განათლების სამინისტროს აუქმებს

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის დახურვას ითვალისწინებს. ეს ბრძანება წარმოადგენს პრეზიდენტ კარტერის მიერ 1979 წელს დაარსებული დეპარტამენტის არსებობის აღსასრულს. ტრამპის განმარტებით, განათლების სამინისტროს ერთადერთი დანიშნულება ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა იყო, ამიტომ მის არსებობას აზრი არ აქვს და ის ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტისთვის უაზრო ხარჯს წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ განათლების დეპარტამენტის დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებაში აქტიურ დისკუსიას და კრიტიკას იწვევს. გასულ კვირას, 21 დემოკრატიული შტატის გენერალურმა პროკურორებმა სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, რომელიც ამ ნაბიჯს არაკანონიერად მიიჩნევს.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, განათლების მდივნის, ლინდა მაკმაჰონის ხელმძღვანელობით, უკვე გაანახევრა დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა, რაც დეპარტამენტის სრული დახურვის წინაპირობა იყო.

განათლების დეპარტამენტის დახურვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის განათლების სისტემაზე, განსაკუთრებით ფედერალურ პროგრამებსა და დაფინანსებაზე. ამ ნაბიჯის შედეგად, პასუხისმგებლობა განათლების პოლიტიკისა და დაფინანსების საკითხებზე შტატების დონეზე გადავა, რაც ამერიკაში ახალი სისტემის ჩამოყალიბებას მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები