მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი აცხადებს, რომ განიხილავს ირანში „ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას“, თუ შეთანხმება სწრაფად არ იქნება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ განიხილავს ირანში „ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას“, თუ ომის დასრულების შეთანხმება სწრაფად არ იქნება მიღწეული, ამის შესახებ Fox News-ზე განაცხადა.

თუმცა, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, „დიდი შანსია“, რომ შეთანხმება ხვალ მიღწეული იყოს.

„ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიმართ ტრამპის მსგავსი მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. 21 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნიდა, ის ირანის ენერგოობიექტებს დაარტყამდა. ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული საუბრები მიმდინარეობდა და გადადო ხუთი დღით ენერგოობიექტებზე შეტევა. თუმცა, 27 მარტს მან თქვა, რომ კიდევ 10 დღით გადადებდა ენერგოობიექტების აფეთქებას "ირანის მთავრობის თხოვნის საფუძველზე".

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები