მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ავტოიმპორტზეც 25%-იან ტარიფებს აწესებს - რა შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯს?

ავტომობილები

დონალდ ტრამპმა ახალი საიმპორტო ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. საუბარია ავტომობილებსა და ავტონაწილებზე 25%-იანი იმპორტის გადასახადის ამოქმედებაზე.

ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ავტოიმპორტს ახორციელებენ, ახალი გადასახადის გადახდა დაახლოებით ერთ კვირაში მოუწევთ. ხოლო ავტონაწილების იმპორტის გადასახადის ამოქმედება მაისში ან ცოტა მოგვიანებით იგეგმება. საიმპორტო გადასახადის გადახდა სახელმწიფოს ბიუჯეტში იმ კომპანიებს მოუწევთ, რომლებიც ქვეყანაში იმპორტს ახორციელებენ.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, აღნიშნული ზომები ავტოინდუსტრიის "წარმოუდგენელ ზრდას" შეუწყობს ხელს, რაც სამუშაო ადგილების და აშშ-ში შემომავალი ინვესტიციების მატებას გამოიწვევს.

ამის საპირისპიროდ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ამერიკაში ავტოწარმოების დროებით შეჩერებას, ფასების გაზრდას და მოკავშირეებთან კავშირების დაძაბვას.

აღსანიშნავია, ავტომობილების რეალიზაციის ნახევარი აშშ-ში იმპორტზე მოდის. გასულ წელს, აშშ-ში 8 მლნ ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, რაც თანხაში 240 მლრდ დოლარით გამოიხატება.

აშშ-სთვის ავტომობილების მთავარი მიმწოდებელია, მას მოჰყვებიან სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია. ეს იმიტომ რომ ბევრ ამერიკულ ავტომწარმოებელს წარმოებები აქვს მექსიკასა და კანადაში. აღნიშნული წარმოებები შექმნილია სამ ქვეყანას შორის გრძელვადიანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში. თუმცა, ტრამპის გადაწყვეტილება მანქანების ნაწილებზეც ვრცელდება, რომლებიც ხშირად იგზავნება სხვა ქვეყნებიდან აშშ-ში აწყობამდე. ამიტომაც ერთი მხრივ, აღნიშნულმა ზომებმა შეიძლება დაიცვას ადგილობრივი ბიზნესი, თუმცა, ეს ასევე გაზრდის ხარჯებს ბიზნესისთვის, რომელიც დამოკიდებულია საზღვარგარეთიდან ავტონაწილების მიღებაზე.

Anderson Economic Group-ის თანახმად, 25%-იანი საიმპორტო გადასახადი ავტომობილებზე ფასს ათასობით დოლარით გაზრდის.

ტრამპს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, იყო თუ არა შანსი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა. "თუ თქვენ ავტომობილს აშშ-ში აწარმოებთ, მაშინ ტარიფები არ იქნება", - დასძინა მან.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის ტარიფების საპასუხოდ მათ "მაგიდაზე ყველა ვერსია აქვთ". ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან იაპონია, რომელიც ავტოინდუსტრიის რამდენიმე გლობალური ლიდერის სამშობლოა, მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი ავტოექსპორტიორია. ამიტომაც ტრამპის გადაწყვეტილების მერე, იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიების, მათ შორის Toyota-ს, Nissan-ისა და Honda-ს აქციები ტოკიოს საფონდო ბირჟაზე დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები