პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვერ გააკონტროლა კვერცხის ფასი და ჩვენ კი ბევრს ვმუშაობთ მის პირვანდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად - ასე მიმართა დონალდ ტრამპმა კონგრესს.
რა ღირს ამერიკაში კვერცხი და რამ შექმნა კრიზისი?
ფასი
სამომხმარებლო ფასების უახლესმა თვიურმა ინდექსმა აჩვენა, რომ აშშ-ს ქალაქებში A კლასის კვერცხის საშუალო ფასმა იანვარში მიაღწია 4,95 აშშ დოლარს, რაც აჭარბებს წინა რეკორდს 4,82 აშშ დოლარით, რომელიც დაფიქსირდა ორი წლით ადრე და ორჯერ აღემატება 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მინიმუმ 2,04 აშშ დოლარს.
აქვს თუ არა როლი ბაიდენს კვერცხის ფასის დრამატულ ზრდაში?
გუშინ, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენი დაადანაშაულა კვერცხის ფასების მატებაში და განაცხადა, რომ მან დაუშვა "კვერცხის ფასი კონტროლიდან გამოსულიყო".
BBC-მ გუშინ, ტრამპის გამოსვლის ყველა ძირითადი ფაქტი გადაამოწმა და დაწერა, რომ ფასები მაღალია, მაგრამ ეს უკავშირდება ფრინველის გრიპის გავრცელებას აშშ-ში.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) თანახმად, კვერცხის ფასი ბაიდენის დროს გაიზარდა 2023 წელს და იანვარში ათეული კვერცხის საშუალო ფასმა პიკურ 53%-იან ზრდას მიაღწია.
USDA-მ განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია, რომ ამერიკელ ფერმერებს მილიონობით ქათმის მოკვლა მოუწიათ, რამაც ბუნებრივად განაპირობა კვერცხის ფასის ზრდა.
ეპიდემია 2022 წლის თებერვალში დაიწყო და გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ მის მოსაგვარებლად 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.
ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახან გაათავისუფლა USDA-ს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მუშაობდნენ ფრინველის გრიპის პრობლემის მოგვარებაზე. ეს მოხდა, როგორც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (Doge) მიერ ხარჯების შემცირების ღონისძიებების ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ახლა ცდილობენ რამდენიმე მათგანის სამსახურში აღდგენას.