მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი: ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს

ნავთობი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს იტყვის. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ოფიციალური პეკინი ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესით კმაყოფილია.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის წინ გაკეთდა. მოგეხსენებათ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალ თვეს ჩინეთის დედაქალაქში გაიმართება. ვაშინგტონი და პეკინი არსებული კრიზისის ფონზე დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გეგმავდა. საუბარია გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ჩინური გემის გადაადგილება დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები