მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ჩინეთისთვის Nvidia-ს Blackwell-ის ჩიპების სუსტი ვერსიის მიყიდვას არ გამორიცხავს

Nvidia
BM. GE
12.08.25 20:44
208

დონალდ ტრამპი Nvidia-ს ყველაზე მძლავრი ჩიპის, Blackwell-ის შესუსტებული ვერსიის ჩინეთისთვის მიყიდვას არ გამორიცხავს.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ჩიპის ჩინეთისთვის მიყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მისი სიმძლავრე 30-50%-ით შესუსტდება.

ტრამპის თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებები Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ, ჯენსენ ჰუანგთან ახლაც გრძელდება.

ტრამპის ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთისთვის Blackwell-ის ჩიპის თუნდაც შესუსტებული ვერსიის მიყიდვა დიდი საფრთხის შემცველია.

მათი განმარტებით, აზიურმა გიგანტმა AI სექტორში არსებული განსხვავება ბოლო წლებში სერიოზულად შეამცირა და მათთვის Blackwell-ის გადაცემა ვითარებას სარისკო ნიშნულამდე მიიყვანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები