მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ჩინეთში აშშ-ის ელჩად დევიდ პერდიუს დანიშვნას აპირებს

დევიდ პერდიუ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი თანამდებობებისთვის შესაბამისი კანდიდატების შერჩევას აგრძელებს. ჩინეთში აშშ-ის ელჩად დონალდ ტრამპი მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყოფილი რესპუბლიკელ სენატორს, დევიდ პერდიუს დანიშნავს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ეს ადამიანი ჩინეთთან პროდუქტიული საქმიანი ურთიერთობაში ჩამოყალიბებაში დიდ წვლილს შეიტანს.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ თანამდებობაზე ბიზნესმენის დანიშვნა უცნაური არ არის, რადგან დონალდ ტრამპის მიერ არჩეული ადამიანების დიდი ნაწილი, სწორედ კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით გამოირჩევა. დევიდ პერდიუ, რომელიც სინგაპურში და ჰონკონგში მუშაობდა, ამერიკულ კომპანიებს აზიურ სახელმწიფოებში ადამიანური კაპიტალის აუთსორსინგში ეხმარებოდა, ჩინეთს შესანიშნავად იცნობს და ახლა, მის კონტაქტებს, ცოდნას და გამოცდილებას დიპლომატიურ სამსახურში გამოიყენებს.

ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, ტრამპი რამდენიმე ქვეყნისთვის და მათ შორის ჩინეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავს, რაც ორ ქვეყანას შორის საქმიან ურთიერთობას გაართულებს. კონკრეტულად, რა მოცულობის ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპი ან დააწესებს თუ არა საერთოდ, ჯერჯერობით, უცნობია. აშშ მსოფლიოს უდიდესი იმპორტიორია და თუ პრეზიდენტმა ტარიფები მართლაც დააწესა, ამერიკელებისთვის ფაქტობრივად ყველა პროდუქტი გაძვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები