მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 250%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ფარმაცევტული ტარიფები
BM. GE
05.08.25 20:30
734

აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების თანახმად, მას სექტორული ტარიფების გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.

უფრო კონკრეტულად, მან აქცენტი გააკეთა ფარმაცევტულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.

“თავდაპირველად, პატარა ტარიფს დავაწესებთ, მაგრამ ერთ წელიწადში - ან წელიწად-ნახევარში, მაქსიმუმ - იგი 150%-ს მიაღწევს.

ამის შემდეგ კი იგი 250%-მდე გაიზრდება, რადგან ჩვენს მხოლოდ ის წამლები გვსურს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დამზადდება” - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები