მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრამპი FED-ის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს" - პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ჰასეტი

ჰასეტი

აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივისცემას გამოიჩენს ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რასაც დღეს ქვეყნის ცენტრალური ბანკი მიიღებს.

აღსანიშნია, რომ ტელეკომპანია CNBC-სთან საუბრისას ჰასეტმა უორშის მიმართ პირადი პატივისცემაც გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ ინფლაციის შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. ჰასეტის განმარტებით, საბაზო ინფლაცია ბოლო თვეების განმავლობაში მიზნობრივ 2%-იან ნიშნულზე სტაბილურად ნარჩუნდება.

ცნობისთვის, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები დღეს ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის მორიგ ზრდას ელიან. პრეზიდენტი ტრამპი კი მოელოდა, რომ კევინ უორში FED-ის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე იზრუნებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები