მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ფედერალური თანამდებობის პირებს სოც ქსელების დაჯარიმების უფლებას აძლევს

5ecf615cde66a
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 10:57
1079
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს  ბრძანებას „სოციალურ მედიასთან დაკავშირებით”, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამის შესახებ ინფრომაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, ახალი ბრძანების საშუალებით, შესაძლებელი გახდება ფედერალური თანამდებობის პირების მიერ Facebook-ის, Google-ის და Tweeter-ის დაჯარიმება.

ტრამპის ახალი დირექტივა ძირითადად, 230-ე მუხლით ცნობილ კანონს ეხება, რომელიც ტექნიკურ კომპანიებს არ აკისრებს პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე, ვიდეოებსა და სხვა ტიპის პოსტებზე.

ტრამპი სოციალურ ქსელებს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტისგან კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც Tweeter-მა მის რამდენიმე პოსტზე მკითხველებს ინფორმაციის დაზუსტებისკენ მიუთითა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები