აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ირანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდება, მოსახლეობამ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყება უნდა დაიწყოს.
პრეზიდენტის თქმით, იგი აცნობიერებს ამ ნაბიჯის თანამდევ საფრთხეებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად ირანელი ხალხი მსხვერპლის გაღებისთვისაც უნდა იყოს მზად. ტრამპმა ხაზი გაუსვა ირანში არსებულ რეპრესიულ გარემოს და აღნიშნა, რომ აიათოლების ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში უკიდურესად ახშობს და მიტინგის ნებისმიერ მცდელობას ადგილზე დახვრეტით ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ლიდერის მოწოდებას ანალიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რიტორიკა შესაძლოა ირანის შიგნით დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი გახდეს და დამატებით ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.




























