მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ირანისთვის $300 მილიარდის გადახდის ინფორმაციას უარყოფს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში "ყალბი ახალი ამბები" უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი თეირანს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში 300 მილიარდ დოლარს გადაუხდის.

ცნობისთვის, მანამდე საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ირანის აღდგენის გეგმას მოიცავს, რომლის ბიუჯეტიც სულ მცირე 300 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დააფინანსონ.

როგორც ირკვევა, ამერიკულ მხარეს აღნიშნული პუნქტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თავად იდეამ კი კონგრესში ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია. რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნაცისტების მმართველობის პერიოდში გერმანიისთვის მარშალის გეგმით დახმარების გაწევას ჰგავს. სენატორის შეფასებით, ტერორისტული რეჟიმის სასარგებლოდ ნებისმიერი სახის აღდგენითი ფონდის შექმნა მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს გაიმართება. დონალდ ტრამპის განმარტებით, მხარეები შეთანხმებას თავდაპირველად ელექტრონული ფორმით მოაწერენ ხელს, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრას ევროპაში გამართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები