მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი იშვიათი მეტალების $12-მილიარდიან რეზერვს ქმნის

საჩივარი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყანაში იშვიათი მეტალების $12-მილიარდიანი სტრატეგიული რეზერვი შეიქმნება და მისი მიზანი ჩინეთზე დამოკიდებულის შემცირება იქნება.

როგორც შტატების ლიდერი აცხადებს, ეს ჩინეთიდან იმპორტის შეჩერებას არ გულისხმობს, თუმცა თუ სავაჭრო მოლაპარაკებებისას ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას ოფიციალური პეკინი მეტალებზე მონოპოლიით შტატებზე ზეწოლას ცდის, ამერიკის ხელისუფლება სტრატეგიულ რეზერვებზე გადაერთვება და ამერიკულ ინდუსტრიას საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა, ვიდრე ვითარება არ განიმუხტება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიული რეზერვები სხვა არაერთი ბუნებრივი რესურსის, მათ შორის ბენზინისთვისაც აქვს შექმნილი და მათი დახმარებით ქვეყანა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ინარჩუნებს.

$12-მილიარდიან სტრატეგიულ რეზერვს ტრამპმა “პროექტი საცავი” უწოდა და მას აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკი $10 მილიარდით, ხოლო კერძო ფინანსური ინსტიტუტები $2 მილიარდით დააფინანსებენ. ის წიაღისეული მინერალები, რომლებიც დამუშავდება და დაეწყობა საცავებში, საჭიროების შემთხვევაში გადაეცემათ როგორც ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ისე ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სხვა მწარმოებლებს. ანალიტიკოსებისთვის ტრამპის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შტატების ლიდერი ჩინეთზე დამოკიდებულის შემცირებაზე უკვე მრავალი წელია აქტიურად საუბრობს, განსაკუთრებით კი ძვირფასი მეტალების მიმართულებით. შეგახსენებთ, ამჟამად აზიური გიგანტი იშვიათი მეტალების გლობალური რაოდენობის 70%-ს ფლობს, 85-90%-ს კი ამუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები