მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი პაპ ლეოს კვლავ უპირისპირდება და ირანის საკითხზე აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი და რომის პაპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპ ლეო XIV-ს კვლავ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ პონტიფიკოსი ირანის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს უგულებელყოფს.

სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადა, რომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას არ დაუშვებს, რადგან ეს კატეგორიულად მიუღებელია.

პრეზიდენტმა რომის პაპს შეახსენა, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო ორ თვეში 42,000 უიარაღო მომიტინგე მოკლა. “ვფიქრობ, ამ ფაქტის შესახებ პაპი ინფორმირებული უნდა იყოს” - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, მიმდინარე დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ ვატიკანის მოწოდებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, რომის პაპი ომის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის და აცხადებს, რომ მხარეებმა უპირატესობა დაპირისპირების დიპლომატიური გზით გადაჭრას უნდა მიანიჭონ. პონტიფიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია და მშვიდობის ხელშეწყობისკენ მიმართულ რიტორიკას მომავალშიც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები