მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი-პუტინის შეხვედრის სავარაუდო ადგილად საუდის არაბეთი ან UAE განიხილება - Reuters

პუტინი და ტრამპი

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა საუდის არაბეთში ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართოს.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდშივე ამბობდა, რომ უკრაინაში ომს მალე დაასრულებდა და მზაობას გამოთქვამდა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. თავის მხრივ პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მზად არის შეხვდეს და უკრაინისა და ენერგეტიკის საკითხების განიხილოს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც საუდის არაბეთს და არც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

Reuters წერს, რომ კრემლის წარმომადგენლები უარყოფენ ნებისმიერ კონტაქტებს თეთრ სახლთან, მათ შორის ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ორგანიზების შესახებ, თუმცა სავარაუდო შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპი მათი წყაროების ცნობით აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები