აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი მოსკოვში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასააგენტო Interfax ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვიტკოფი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვიტკოფი აშშ-ის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც კრემლის ლიდერებთან სამი შეხვედრა უკვე გამართა.
მის მიმდინარე ვიზიტს კი წინ უსწრებდა ტრამპის მიერ პუტინის კრიტიკა: კიევზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პუტინის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და მოუწოდა, თავდასხმები შეწყვიტოს: "ვლადიმერ, შეჩერდი!"
ტრამპისვე თქმით, მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესი შეინიშნება. როგორც მან მედიასთან 24 აპრილს აღნიშნა, მოლაპარაკებებისთვის მომდევნო რამდენიმე დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება: "ვფიქრობ, ვუახლოვდებით შეთანხმებას".




























