მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი რომ არა, შესაძლოა, მეორედ კენჭი აღარ მეყარა - ბაიდენი

ჯო ბაიდენი

“ტრამპი არჩევნებში რომ არ მონაწილეობდეს, არ ვარ დარწმუნებული, მეორედ კენჭს ვიყრიდი თუ არა”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 81 წლის პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მასაჩუსეტსის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მაგრამ მალევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ის მაინც მიიღებს.

ჯო ბაიდენის ეს პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან, მოგეხსენებათ, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს, ჯო ბაიდენის რიტორიკაში სულ უფრო ჩანს კრიტიკა დონალდ ტრამპის მიმართ, როგორც პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეუძლია ამერიკულ ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს, მილიონობით ადამიანი ჯანდაცვის სისტემის მიღმა დატოვოს და აბორტი კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს.

“ჩვენი ქვეყნის ხათრით, მისი გამარჯვება არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა ბაიდენმა მასაჩუსეტსში ყოფნისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები