მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი თავდაცვის მდივნის პოსტიდან პიტ ჰეგსეთის გადაყენებას განიხილავს - CBS News

პიტ ჰეგსეტი

შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მძიმე მარცხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან პიტ ჰეგსეთის გადაყენების საკითხს მრჩევლებთან განიხილავს.

CBS News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ჰეგსეთის სავარაუდო შემცვლელად ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი განიხილება. წყაროს განმარტებით, სენატს დესანტისის კანდიდატურის დამტკიცება გარდამავალ პერიოდშივე შეუძლია, რის შემდეგაც ის მოვალეობის შესრულებას 5 იანვრიდან, გუბერნატორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე შეუდგება.

საყურადღებოა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები ირანის ომში ხელშესახები შედეგების ვერმიღწევის გამო ჰეგსეტის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა პირების გადაყენებასაც არ გამორიცხავენ. კერძოდ, საუბარია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურ, ადმირალ ბრედ კუპერსა და გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენ კეინზე.

თავად თეთრი სახლის პრესმდივანმა, ანა კელიმ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავდაცვის მდივანს სრულად ენდობა. კელის თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ირანსა და ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციები, ასევე პენტაგონში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანერგილი იდეოლოგიური პრიორიტეტების წარმატებით გააუქმა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დადებითი ნაბიჯები გადადგა.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატები თავდაცვის მდივნის იმპიჩმენტს არჩევნებამდეც ცდილობდნენ, კონგრესის ორივე პალატაში მოპოვებული მყარი უმრავლესობის პირობებში კი ამ პროცესის დაწყების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები