ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის “სახელმწიფო ღონისძიებათა დარბაზის” აშენებაზე $200 მილიონი დაიხარჯება. თავად დარბაზის მოცულობა 8,300 კვადრატული მეტრი იქნება და ის 650 სტუმარს დაიტევს. მშენებლობის პროცესი სექტემბრის თვეში დაიწყება და მისი დასრულება ტრამპის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე უნდა მოესწროს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი პროექტის განსახორციელებელი თანხის ნაწილს თავად გაიღებს, ნაწილის დასაფარად კი პრეზიდენტი დახმარებას “პატრიოტ დონორებს” სთხოვს. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის აშენების პრეზიდენტის მიერვე დაფინანსება არაკანონიერი არ არის.
ცნობისთვის, 1948 წლის შემდეგ თეთრ სახლში მსგავსი მასშტაბის სამშენებლო სამუშაო არ ჩატარებულა.






























