მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამპი უკრაინასთან მინერალების შეთანხმების გადახედვით დაინტერესებული არაა" - თეთრი სახლი

აშშ

"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად უკრაინასთან მინერალების შეთანხმების გადახედვით დაინტერესებული არ არის", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, "ზელენსკის დელეგაციამ, პრეზიდენტის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ადმინისტრაციას შეთანხმებაზე ხელმოწერის თხოვნით მიმართა", თუმცა გამოცემა ოფიციალური პირების ვინაობას არ ასაჯაროებს.

28 თებერვალს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა ფიასკოთი დასრულდა: მწვავე კამათის შემდეგ ზელენსკიმ ოვალური ოფისი მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკულ გარანტიებს ითხოვდა, რასაც დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვინსმა კრიტიკითა და, მრავალი დიპლომატის შეფასებით, დამამცირებელი რეპლიკებით უპასუხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები