მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ციხიდან 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ციხიდან 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ტრამპმა ციხე უკვე დატოვა.

ტრამპი ნიუ-ჯერსის გოლფის კლუბიდან ატლანტაში გაემგზავრა, რომ ფულტონის ოლქში ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადებულიყო. 

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ტრამპს ციხეში თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტოც გადაუღეს. მას ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ზეწოლა ვერ განახორციელოს საქმის მონაწილეებზე.

დონალდ ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს. ამასთან, ფულტონის ოლქის შერიფის ოფისმა ფოტო გაავრცელა, რომელიც ტრამპს ციხეში მისვლის შემდეგ გადაუღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები