მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი უკრაინისათვის Tomahawk-ის გადაცემაზე უარს აცხადებს

დათხოვნა
BM. GE
03.11.25 20:42
433

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას ჯერჯერობით არ აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს რუსეთ-უკრაინის ომის ხელახალი ესკალაცია, თუმცა მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრის შეცვლას არ გამორიცხავს.

უკრაინისათვის Tomahawk-ის გადაცემის საკითხი დიდი ხანია რაც დგას. ის ასევე წარმოადგენდა საუბრის მთავარ თემას ტრამპსა და ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შორის ახლახან გამართული შეხვედრის დროს.

Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების არეალი 2,500 კილომეტრს აღწევს. ამ იარაღის უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, ოფიციალურ კიევს ექნება შესაძლებლობა, დაარტყას არამარტო მოსკოვს, არამედ რუსეთის სიღრმეში განთავსებულ სტრატეგიულ ობიექტებს.

უკრაინული მხარის მტკიცებით, NATO-ს მხრიდან შორი რადიუსის რაკეტების გადაცემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შორი მოქმედების სარაკეტო პოტენციალი გააძლიერებს უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს და აიძულებს კრემლს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში. საპასუხოდ, მოსკოვში არაერთხელ განმარტეს, რომ უკრაინისათვის Tomahawk-ების გადაცემა მათ მიერ აღიქმება როგორც პროვოკაციული აქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები