დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და წლევანდელ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი ვესტ პალმ ბიჩში, საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა, როცა მის სიახლოვეს ისროლეს.
„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა.