მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი უცხოეთიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ტრამპი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უცხოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, 25 პროცენტი საბაზისო მაჩვენებელი იქნება და ქვეყნების მიხედვით სატარიფო განაკვეთის მოცულობა გაიზრდება.

ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ომის გაჩაღება არა მარტო კანადის, მექსიკისა თუ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სურს, რადგან აშშ-ის ბაზარზე ავტომობილები ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდანაც შედის.

ტარიფების დაწესება იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა, მოკლევადიან პერიოდში, ის ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეულ საფასო უპირატესობას მისცემს. ამასთან, ტარიფებიდან მიღებულ მოსაკრებელს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი აითვისებს და გენერირებული თანხა, ტრამპის თქმით, სუვერენული ვალის შემცირებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები