მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მედიკამენტების იმპორტზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაცია იმპორტირებულ ბრენდირებულ და დაპატენტებულ მედიკამენტებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს, რამაც გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებს აშშ-ში წარმოების გაზრდისა და მარაგების შექმნისკენ უბიძგა.

როგორც Reuters-ი წერს, ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და AstraZeneca-მ ფასების შესახებ შეთანხმებებითა და ახალი პლატფორმის (TrumpRx.gov) მიმართ აღებული ვალდებულებებით, მრავალწლიანი სატარიფო გამონაკლისები უკვე მოიპოვეს.

მედიის ცნობით, Eli Lilly-მ, Johnson & Johnson-მა და Merck-მა ჯარიმების თავიდან ასაცილებლად აშშ-ში ოპერაციების გაფართოებისთვის მილიარდობით დოლარის ინვესტირების პირობა დადეს.

ანგარიშის თანახმად, კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ შეთანხმებები და არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციასთან, 100%-იანი ტარიფით დაიბეგრებიან.

"გეგმები ჯერ საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს, ასევე, შესაძლოა დაშვებულ იქნას გამონაკლისები ზოგიერთი მედიკამენტისა და დაავადების კატეგორიისთვის, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები