გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Intel-ის წილების 10%-ის შესაძენად ემზადება. წესით, კომპანიას “ჩიპების აქტის” ფარგლებში ბიუჯეტიდან $10.9 მილიარდი დოლარის გრანტი უნდა მიეღო, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ფასად თავად სახელმწიფო გახდება Intel-ის მეწილე. თუ ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ამერიკის მთავრობა კომპანიის ერთ-ერთი უდიდეს აქციონერად იქცევა.
როგორც ჩანს, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე კონტროლის მექანიზმის გაჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ Intel-ში მთავრობის პირდაპირი ჩართვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ბირჟა უარყოფითად შეხვდა. კომპანიის აქციების ფასები ერთბაშად 4%-ით შემცირდა.




























