მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ოფიციალურად ეწოდა

გალფი

"შინაგან საქმეთა დეპარტამენტი, ამერიკული დიდების პატივსაცემად, ისტორიული სახელწოდებების აღდგენას აგრძელებს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შს დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი, რომლითაც უწყება მოქალაქეებს ამცნობს, რომ მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას ამერიკის ყურე დაერქვა.

სახელის ცვლილება მექსიკის ყურესთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალსაც შეეხო, რომელსაც აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკ-კინლის პატივსაცემად, კვლავ მაკ-კინლის მთა დაერქვა.

"პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის განკარგულების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა დეპარტამენტი ამაყია გაცნობოთ ისტორიული სახელების აღდგენის იმპლემენტაციის შესახებ, რაც პატივს მიაგებს ამერიკულ დიდებას. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

პრეზიდენტის ბრძანებისამებრ, მექსიკის ყურეს ამიერიდან ოფიციალურად ეწოდება ამერიკის ყურე, ჩრდილოეთის ამერიკის უმაღლეს მწვერვალს კი კვლავ დაუბრუნდება მაკ-კინლის მთის სახელწოდება. ეს ცვლილებები ადასტურებს ჩვენი ერის ერთგულებას, ამერიკის შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი და უზრუნველყოფს, რომ ამერიკელთა მომავალი თაობები მათი გმირებისა და ისტორიული დიდების დაფასებას გააგრძელებენ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შს დეპარტამენტის ინფორმაციით, გეოგრაფიული სახელების საბჭო ეტაპობრივად განაახლებს ოფიციალურ ფედერალურ ნომენკლატურას, ცვლილებების ასახვის შემდეგ კი ფედერალური უწყებები მხოლოდ ამ სახელწოდებებს გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები