მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის გადაწყვეტილების გავლენა ქართულ მეტალურგიაზე

BM.GE
07.06.18 09:34
945
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შედეგად, რომლითაც დონალდ ტრამპმა კონკურენციისგან ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა ქართველი მწარმოებლები პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი აცხადებს, რომ ტარიფმა საფრთხის წინაშე დააყენა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უნაკერო მილების ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ში. მისი თქმით, ამ ექსპორტისთვის ქარხანა 2 წელზე მეტი ემზადებოდა: განხორციელდა ინვესტიციები საწარმოო სიმძლავრეებში, ქარხანამ მიიღო ამერიკის ხარისხის სერტიფიკატი, დამყარდა კავშირი აშშ-ს დიდ დისტრიბუტორებთან. მილების პირველი პარტია აშშ-ში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა და იქაური დისტრიბუტორების მკაცრი კონტროლის პროცედურა დიდი წარმატებით გაიარა. დისტრიბუტორები მზად არიან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ათობით ათასი ტონა პროდუქცია შეუკვეთონ, მაგრამ, ახალი ტარიფების პირობებში, მილების აშშ-ში მიწოდება კომერციულ აზრს კარგავს. ნუგზარ კაჩუხაშვილის განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, შესაძლოა, ეს პროგრამა საერთოდ გაჩერდეს. კაჩუხაშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკამ უკვე გაუწია შეღავათი თავის სტრატეგიულ პარტნიორებს - ბრაზილიას, არგენტინას, ავსტრალიას და სამხრეთ კორეას. მათ შეღავათები მისცეს, ახალი ტარიფების გათვალისწინებით. გამოსავალი იქნება, თუ საქართველოსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მიეცემა ასეთივე შეღავათები და დაწესდება კვოტები გადასახადის გარეშე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები