„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს შექმნას ე.წ. „მშვიდობის საბჭო“, რომელიც გაერო-ს ალტერნატივად ჩაითვლება, და მის წევრ სახელმწიფოებს ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოსთხოვს.
გამოცემის თანახმად, საბჭოს პირველი თავმჯდომარე თავად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იქნება. დოკუმენტის მიხედვით, წესდების ძალაში შესვლიდან თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს სამი წლით განისაზღვრება, რომლის გაგრძელებაც თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ორგანიზაცია წელიწადში სულ მცირე ერთხელ შეიკრიბება, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი სხდომებიც გაიმართება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტრამპი გეგმავს, ერთპიროვნულად აკონტროლოს, სად დაიხარჯება ქვეყნების მიერ გაკეთებული შენატანები. ანონიმური წყაროს ცნობით, პრიორიტეტი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ღაზის სექტორის აღდგენა.
გამოცემის ამ ცნობას თეთრმა სახლმა „დეზინფორმაციული“ უწოდა და განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებისთვის მინიმალური საწევრო გადასახადი დაწესებული არ არის.
„ეს ინიციატივა მუდმივ წევრობას სთავაზობს იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოიჩენენ“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშ




























