მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის გამო, ფარმაკოლოგიური კომპანიების აქციები ეცემა

ოზემპიკი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ფარმაკოლოგიური კომპანიების აქციების ფასი ეცემა. უფრო კონკრეტულად, Novo Nordisk-ის კაპიტალიზაცია 7%-ით დაეცა, ხოლო Eli Lilly-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელმა 5% შეადგინა.

კომპანიების მკვეთრი დაღმასვლა ტრამპის ადმინისტრაციის ახალ გეგმას უკავშირდება, რაც წონაში კლების პრეპარატების ღირებულების შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, GLP-1-ის ტიპის პრეპარატების თვიური დოზის ღირებულება მაქსიმუმ 150 დოლარით უნდა განისაზღვროს, რაც მრავალჯერ ნაკლებია ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.

როგორც ამ საკითხზე საუბრისას ტრამპმა თქვა, ლონდონში GLP-1-ის შეძენა დაახლოებით 130 დოლარადაა შესაძლებელი, როცა ზუსტად იმავე პრეპარატის ღირებულება ნიუ-იორკში 1,300 დოლარს აჭარბებს, რაც უსამართლო და ალოგიკურია. მისი თქმით, აშშ-ში Ozempic-ის ფასი ზედმეტად მაღალია და ამას ის იწვევს, რომ წონაში კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს ამერიკის ბაზრიდან მაქსიმალურად დიდი მოგების მიღება სურთ, რასაც ისინი მომავალში ვეღარ შეძლებენ.

ცხადია, ეს განცხადება ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან პროდუქციის გაიაფება, თავისი არსით, მოგების მარჟის შემცირებას და ფარმაკოლოგიური კომპანიების ფინანსური პროგნოზების გაუარესებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები