მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის განცხადების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ $93.8 შეადგინა, ხოლო WTI-ის ფასი $91-მდე დაეცა.

როგორც ირკვევა, ფასების მერყეობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ წინააღმდეგობრივ სიგნალებს უკავშირდება. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და მომავალ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ელოდება.

თუმცა, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ცნობა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დროებით სრულად შეაჩერა.

ამ წინააღმდეგობრივი ცნობების გავრცელების გამო, ნავთობის ფასი ჯერ 7%-ით გაიზარდა, შემდეგ კი ისევ დაეცა, რადგან ინვესტორებისთვის გაუგებარია, თუ რა არის სიმართლე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები