მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანიაში აშშ-ის წილი 74%, სომხეთის 26% იქნება

მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი

"ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანიაში აშშ-ის წილი 74%, სომხეთის კი 26% იქნება. როგორც სომხური სააგენტო Armeniapress წერს, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონი, რომელიც TRIPP-ის [ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების დაწყებას ითვალისწინებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით შეთანხმების რატიფიცირების შიდა სახელმწიფოებრივი პროცესი დაიწყო. შეთანხმების თანახმად, დაფუძნდება ერთობლივი საწარმო TRIPP Development Company, რომელსაც სომხეთის ტერიტორიაზე შესაბამის ზონებში მიწით სარგებლობისა და განაშენიანების უფლება თავდაპირველად 49 წლის ვადით გადაეცემა.

მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სრულად ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას პროექტის ტერიტორიაზე. ამას გარდა, ქვეყანა კვლავაც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე, საზღვრისა და საბაჟო კონტროლზე, ასევე საგადასახადო ადმინისტრირებაზე.

ცნობისთვის, გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები