მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ

12

"ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიის AECOM-ის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ. სომხეთში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, AECOM-ის წარმომადგენლებმა ახალი მარშრუტის კვლევითი სამუშაოები უნდა ჩაატარონ. რაც გულისხმობს ტექნიკურ შეფასებებსა და რეკომენდაციებს რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ცნობისთვის, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება ახალ სატრანზიტო დერეფანს, რომელიც ერთგვარი პარალელური მარშრუტი იქნება საქართველოზე გამავალი "შუა დერეფნისა".

ამ პროექტზე 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც საერთაშორისო დახმარება ფაქტობრივად გააჩერა, პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს.

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის ეს პროექტი რომ მნიშვნელოვანია, ამას ცოტა ხნის წინ გაფორმებული მემორანდუმიც მოწმობს. 2026 წლის 13 იანვარს ვაშინგტონში სომხეთისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა. მარკო რუბიოს და არარატ მირზოიანის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება “ტრამპის მარშრუტის” განვითარების კომპანია, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს სომხეთის საკუთრება იქნება. სწორედ ეს კომპანია განავითარებს ახალ დერეფანს რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები