მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის მიერ ტარიფების გადავადებამ ვერცხლის გაიაფება გამოიწვია

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ კრიტიკულ მინერალებზე ტარიფების დაწესების დროებით შეჩერების შესახებ, ძვირფასი ლითონების ბაზარზე ფასების კლება გამოიწვია.

განსაკუთრებით მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ვერცხლს, რომლის ფასიც რეკორდული მაჩვენებლებიდან 7%-ზე მეტით შემცირდა და უნციაზე 90 დოლარის ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ადმინისტრაცია ამ ეტაპზე უარს ამბობს ახალ ტარიფებზე და ნაცვლად ამისა, სავაჭრო პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმებების მიღწევას შეეცდება, რათა უზრუნველყოს ამერიკული ინდუსტრიისთვის საჭირო ნედლეულის შეუფერხებელი მიწოდება.

ვერცხლის გარდა, ფასების კლება დაფიქსირდა პლატინასა და პალადიუმზეც, ხოლო ოქრომ მცირედით დაიხია უკან და უნციაზე დაახლოებით 4,600 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები