ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ The New York Times-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
როგორც მოსამართლემ განმარტა, 85-ფურცლიანი დოკუმენტი ფედერალური ნორმებისთვის არადამაკმაყოფილებელი ფორმითაა შედგენილი.
ტესტის მოცულობის გაზრდის მიზნით ერთი და იგივე სიტყვები და წინადადებები ხშირად მეორდება, არგუმენტები კი ფაქტობრივი მტკიცებულებებით საკმარისად არ არის გამყარებული. სარჩელი “მოკლე და ზედაპირულია” - წერია მოსამართლის დადგენილებაში. სტივენ მერიდეიმ ტრამპის ადვოკატებს სარჩელის ხელახლა მოსამზადებლად 28-დღიანი ვადა განუსაზღვრა და დაამატა, რომ დოკუმენტი 40 გვერდზე დიდი მოცულობის აღარ უნდა იყოს.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წამყვან გამოცემა, The New York Times-ს ცილისწამებაში ადანაშაულებას და მორალური ზიანის სანაცვლოდ $15 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს. მისი განცხადებით, დასახელებულმა მედიამ და მისმა ჟურნალისტემბა რეპუტაციის დაზიანების მიზნით ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. საუბარია ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ არაერთ სტატიასა და წიგნზე, სახელად “იღბლიანი ლუზერი”, რომელზედაც NYT-ის 4-მა ჟურნალისტმა იმუშავა.




























