მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ქონება $4 მილიარდით გაიზარდა - მიზეზი Truth Social-ის აქციების ზრდაა

Truth Social

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქონების შეფასება მკვეთრად იზრდება. უფრო კონკრეტულად, მისი სოციალური ქსელის, Truth Social-ის აქციების შეფასება საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში თითქმის 35%-ით გაიზარდა, რის შედეგად, ტრამპის ქონებამ 4 მილიარდი დოლარით მოიმატა.

Bloomberg-ის შეფასებით, ტრამპის ქონება ამჟამად 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მდიდარ საპრეზიდენტო კანდიდატად აქცევს.

ტრამპის მიერ დაფუძნებული კომპანიის აქციების ზრდა წინასაარჩევნო გამოკითხვებში მისი რეიტინგის გაუმჯობესებას უკავშირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, ტრამპს ამომრჩევლის 54% უჭერს მხარს, ხოლო Polymarket-ის მომხმარებლები მას 66%-იან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები