მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ პირველად, ირანმა ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ჩაკეტა

ჰორმუზი

ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ჩაკეტა. სახელმწიფო მედიის ცნობით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომებით“ არის განპირობებული, რადგან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სრუტეში სამხედრო წვრთნებს ატარებს.

ირანის ეს ქმედება ზუსტად ემთხვევა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, სადაც მხარეები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის მოგვარებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა ჰორმუზის სრუტის ნაწილები ჩაკეტა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

ომანსა და ირანს შორის მდებარე ეს სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანავთობო არტერიაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს გლობალურ ბაზრებთან აკავშირებს.

Kpler-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გავლით დღეში საშუალოდ 13 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება, რაც მსოფლიო საზღვაო ნავთობვაჭრობის დაახლოებით 31%-ს შეადგენს.

სავარაუდოა, რომ აღნიშნული ქმედება ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად და იმის ხაზგასმას, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ირანს გლობალურ სანავთობო ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები