შეერთებული შტატების მიერ რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა სატარიფო ომმა თავისი უარყოფითი შედეგი უკვე მოიტანა. განსაკუთრებული დარტყმა ამერიკულმა და აშშ-ში ქარხნების მქონე საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა მიიღეს. მათ ხარჯების შემცირების მიზნით სხვადასხვა მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა უკვე დაიწყეს.
მაგალითისთვის, Stellantis-მა, რომელმაც ტარიფების გამო 2025 წლის 6 თვეში $2.7 მილიარდი დაკარგა, 400 თანამშრომელი დაითხოვა. კომპანია წარმოების მექსიკაში გადატანასაც კი განიხილავდა, თუმცა ტრამპმა Stellantis-ი გააფრთხილა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, მექსიკას ავტომობილების იმპორტზე 100%-იან ტარიფს დაუწესდება.
მძიმე დღეშია ამერიკული General Motors-იც, რომელმაც 2025 წლის მეორე კვარტალში $1.1 მილიარდი დაკარგა. კომპანიაში მოელიან, რომ წლის ბოლომდე დანაკარგი $4.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, ახალ რეალობასთან ადაპტირება LG-მ და Lavazza-მ უკვე დაიწყეს. მათ წარმოების შტატებში გადატანის ან გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გზით ისინი ტარიფების ზეგავლენის შემცირებას ეცდებიან.




























