"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა პრიორიტეტია, მიუხედავად ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირების შესაძლო ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებული შეშფოთებისა", - ამის შესახებ ტრამპმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
კითხვაზე, რამდენად არსებობს გლობალური ეკონომიკური დეპრესიის რისკი ირანზე შესაძლო დარტყმის შემთხვევაში, თუ თეირანი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ტრამპმა მსგავსი სცენარი გამორიცხა.
"არ ვფიქრობ, რომ ეს დეპრესიას გამოიწვევს" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოჩენას გაცილებით სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს.
"დეპრესია მართლაც ცუდია, თუმცა ბირთვული იარაღი დეპრესიას ბევრად უფრო სწრაფად გამოიწვევს", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზად არის გადამჭრელი ზომები მიიღოს, თუ თეირანი შესაძლო შეთანხმების პირობებს არ დაიცავს.
"თუ ირანი არ დაიცავს შეთანხმებას ან სათანადოდ არ მოიქცევა, მე გავაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო", - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო მემორანდუმს, რომელიც 14 პუნქტს აერთაინებდა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ კი მხარეებს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შვეიცარიაში გაგრძელდა.




























