მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის თქმით, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, თუმცა არჩევნებში დამარცხებას არ გამორიცხავს

აშშ

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი და რესპუბლიკელთა პარტიის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში, შესაძლოა, დამარცხდეს - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ABC Mews-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ "ალბათ, დიახ".

"ალბათ შეიძლება, დავმარცხდე. ასეც ხდება ხომ? თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უპირატესობა მაქვს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კი, შეიძლება დავმარცხდე. ცუდი რაღაცებიც შეიძლება მოხდეს. ყველაფერი ხდება, თუმცა საინტერესო იქნება", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპისა და კამალა ჰარისის რბოლა, ამერიკის ისტორიაში, ფრესთან ყველაზე ახლოსაა. იმ შტატებს შორის, რომლებიც არჩევნების ბედს გადაწყვეტენ, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა სულ რამდენიმე პროცენტული პუნქტია. შესაბამისად, ტრამპის კომენტარის მიუხედავად, რომელიმე კანდიდატის "მნიშვნელოვანი უპირატესობა" არ იკვეთება.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები 5 ნოემბრის ღამესვე გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები