აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა 12 ქვეყნისადმი გაგზავნილ წერილებს. წერილებში განსაზღვრულია ტარიფების დონე, რომელიც მათ აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე უნდა გადაიხადონ.
საინფორმაციო გამოცემა Reuters იუწყება, რომ ამ ქვეყნებს ორშაბათს შეთავაზებები გაეგზავნებათ, სახელწოდებით - „მიიღე ან წადი“.
ნიუ-ჯერსიში ვიზიტის დროს, Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას სადავო ქვეყნების დასახელებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ეს ორშაბათს გამოცხადდებოდა.
„მე ხელი მოვაწერე რამდენიმე წერილს და ისინი ორშაბათს გაიგზავნება. სხვადასხვა რაოდენობის თანხა, სხვადასხვა რაოდენობის გადასახადები“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნების უმეტესობისთვის ტრამპმა აპრილში გამოაცხადა 10%-იანი საბაზისო ტარიფის და დამატებითი ტარიფების შემოღების შესახებ. ზოგიერთი ტარიფი 50%-ს აღწევს. თუმცა, საბაზისო განაკვეთის 10%-ის გარდა ყველა განაკვეთი შემდგომში 90 დღით შეჩერდა, რათა მოლაპარაკებებისთვის შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო მიეცათ. ეს პერიოდი 9 ივლისს იწურება, თუმცა ტრამპმა პარასკევს დილით განაცხადა, რომ ტარიფები შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს - 70%-მდე და მათი უმეტესობა ძალაში 1 აგვისტოს შევა.




























