აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი თეთრ სახლში პირისპირ სასაუბროდ შეხვდებიან და ოფიციალურ ვახშამს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ლიდერების ეს დიალოგი შედგება იმ ფონზე, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერი AI-ს განვითარების შესაძლო საფრთხეებზე ღიად საუბრობს და ტრამპის პოზიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, ბოლო კვირებში დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებთან დაკავშირებულ შეშფოთებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ სექტორის ლიდერები მისთვის მიუღებელ და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ. სწორედ დარიო ამოდეია ის ერთ-ერთი ტექ-ხელმძღვანელი, რომელმაც გამოქვეყნებულ წერილში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაუმჯობესების ტემპის შენელება ღიად მოითხოვა.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ Anthropic-ი პენტაგონთან ოფიციალურადაც არის დაპირისპირებული. სტარტაპი სახელმწიფო უწყებას მიწოდების ჯაჭვის რისკის სტატუსის მქონე კომპანიად ჰყავს გამოცხადებული, რაც მას საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას უზღუდავს.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-ი ბაზარზე ცნობილი ჩეთბოტ Claude-ის გამოშვებით გახდა. თავად სტარტაპი უკვე $1-ტრილიოანიან კაპიტალიზაციას უახლოვდება და უმსხვილესი კერძო AI კომპანიაა.
























