მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება კონგრესს წარუდგინა

mbs

დონალდ ტრამპმა აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება კონგრესს განსახილველად წარუდგინა.

როგორც ირკვევა, ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი აშშ-ის ატომური ენერგიის შესახებ კანონს სრულად შეესაბამება. თუმცა, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია უცვლელია: 30-წლიანი შეთანხმება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობებს ნორმალიზებას გაუკეთებს და „აბრაამის შეთანხმებას“ შეუერთდება.

გასულ თვეში მიღწეული ეს ხელშეკრულება ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, არაბეთში სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტი განახორციელონ, მათ შორის ააშენონ ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების AP1000 ტიპის რეაქტორები. პროექტით უპირატესობას კომპანია Westinghouse-ი მიიღებს, რომელსაც კანადური Cameco და Brookfield Asset Management-ი ერთობლივად ფლობენ.

თუ კონგრესმა ოფიციალური პრეტენზია არ გამოთქვა, შეთანხმება ავტომატურად ამოქმედდება. თუმცა, ინიციატივას დემოკრატი კანონმდებლებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება ურანის გამდიდრებასა და ბირთვული ნარჩენების გადამუშავებაზე მუდმივ აკრძალვას არ ითვალისწინებს, რაც ტექნოლოგიის სამხედრო მიზნებით გამოყენების რისკებს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები