მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კოული წარადგინა

ჯონ კოული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ბელარუსში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კოული წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ ჯონ კოული, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო იურისტად ითვლება და რომლის გამარჯვებებს შორის იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი სასამართლო საქმე, ბელარუსში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად არის წარდგენილი. მან უკვე წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები 100 მძევლის გათავისუფლებაზე და კიდევ 50-ის გათავისუფლებას გეგმავს. მადლობას ვუხდი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის,“ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 11 სექტემბერს, დონალდ ტრამპის ინიციატივით, ბელარუსის 52 პატიმარი გაათავისუფლეს. მოლაპარაკებების პროცესს ჯონ კოული ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა გააუქმა სანქციები ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას“ და პირადად ლუკანშეკოს თვითმფინავის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები