აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინის წინააღმდეგ სავაჭრო ომი განაახლა, რითაც მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ხანგრძლივი ზავის პერიოდი დაასრულა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, იგი მკვეთრად გაზრდის ტარიფებს ჩინეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების ექსპორტის შეწყვეტის თაობაზე.
ტრამპმა ამჯერად ჩინეთიდან აშშ-ში ექსპორტზე 100% ტარიფები და, დამატებითი კონტროლი დააწესა “ნებისმიერ კრიტიკული მნიშვნელობის პროგრამულ უზრუნველყოფაზე”. ტარიფი ძალაში 1 ნოემბრიდან შევა, 9 დღით ადრე, ვიდრე არსებულ სატარიფო შეღავათს ვადა გაუვა.
თეთრ სახლში რეპორტიორებთან ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ სამ კვირაში სამხრეთ კორეაში ჩინეთის პრეზიდენტთან ჩანიშნული შეხვედრა კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ მხარეს ის ჯერ არ დაუდასტურებია.
ახალი სატარიფო ნაბიჯები ჩინეთის მიერ მნიშვნელოვანი მინერალების ექსპორტზე გამკაცრებული კონტროლის ნაწილია. ჩინეთი დომინანტია ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის კრიტიკული მინერალების წარმოებაში.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ხელახლა გააღვივებს პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დონალდ ტრამპმა წამოიწყო.




























