მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა და ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

სს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

ზელენსკიმ მოლაპარაკებების დაწყებამდე მედიასთან განაცხადა რომ დიალოგის დროს მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები უნდა განიხილონ.

„პრეზიდენტს და მის გუნდს ვაცნობებ, რა ხდება ფრონტის ხაზზე. გვაქვს კარგი სიახლეები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვსურს ომის დასრულება თქვენი დახმარებით. ვისაუბრებთ, როგორ დავასრულოთ ომი, ვისაუბრებთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებზე. ბევრი რამ იქნება განსახილველი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა 360 კვადრატული კილომეტრის დეოკუპაცია შეძლეს და დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაცვლას განვახორციელებთ, რადგან ჩვენი სამხედროები გვჭირდება. თქვენი დახმარების წყალობით, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამას გავაგრძელებთ, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს და იმედი მაქვს, ისინი შეწყვეტენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს იდეას, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაში ხელი შეუშალოთ. ვფიქრობ, მათ გარკვეული ალტერნატიული გზები სჭირდებათ და შემდეგ ისინი ამ იდეას დაეთანხმებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები