მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატად კევინ უორში დაასახელა

კევინ უარში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელობის კანდიდატად კევინ უორში დაასახელა.

ის მაისის თვიდან მოქმედ მმართველს, ჯერომ პაუელს ჩაანაცვლებს. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა უორში შეაქო და მას “ძლიერი და სანდო არჩევანი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის მომავალი ხელმძღვანელი ფედერალური რეზერვის გუბერნატორის პოსტს 2006-2011 წლებში იკავებდა. ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი სტენფორდისა და ჰუვერის ინსტიტუტებში მუშაობდა.

კევინ უორშის კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკური პარტია უმრავლესობაშია, პროცესი, სავარაუდოდ, სწრაფად დასრულდება.

რაც შეეხება თავად მომავალი ხელმძღვანელის ეკონომიკურ ხედვებს, ის წლების განმავლობაში “ინფლაციის ქორად” მიიჩნეოდა. ეკონომისტებს უორში განსაკუთრებით იმით დაამახსოვრდათ, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმამდე შემცირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ბოლო წლებში კი შეხედულება შეცვალა და მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მომხრე გახდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დამოკიდებულების გამო შეარჩია ტრამპმა ის ცენტრალური ბანკის ლიდერობის კანდიდატად. იმის მიუხედავად, რომ შტატების ლიდერი უორშისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოელის, სავარაუდოა, რომ მას ცვლილებების განხორციელება საწყის ეტაპზე გაუჭირდება. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებების მიმღები ბორდი 12 წევრისაგან შედგება. მათმა უმრავლესობამ, 10-მა წევრმა ამჯერადაც, იანვრის ბოლოსაც, ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, ხმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები