პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არსებითად გაზარდა ტარიფები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. "გამონაკლისებისა და გამონაკლისების გარეშე" ტარიფი 25%-მდე გაიზარდა.
მიზეზად, ამერიკული მდგრადი ინდუსტრიების დახმარებაა. Reuters-ი წერს, ეს ზრდის სავაჭრო ომის რისკებს. ზომები ძალაში 4 მარტს შევა.
პირვანდელი განცხადებით, გაზრდილი ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.
„დიდი საქმეა. ეს არის ამერიკის ხელახლა გამდიდრების დასაწყისი. ჩვენი ერი მოითხოვს, რომ ფოლადი და ალუმინი დამზადდეს ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. საბოლოოდ, ეს უფრო იაფი იქნება”, - აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სხვა ქვეყნები ამერიკას ტარიფების დაწესების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრებიან, ტრამპმა უპასუხა, რომ „არ ადარდებს ეს.“