დონალდ ტრამპმა გაეროს აშშ-ის ადამიანის უფლებების საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ლიდერმა 4 თებერვალს გამოსცა.
განკარგულების თანახმად, აშშ პალესტინელთა დახმარების მთავარი სააგენტოდანაც (UNRWA) გამოდის და აჩერებს პალესტინელი ლტოლვილების დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ტრამპი ოვალურ ოფისში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება ითვალისწინებს გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში - UNESCO-ში მონაწილეობის გადახედვასაც.
ცნობისთვის, აშშ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, გაეროს რეგულარული საოპერაციო ბიუჯეტის 22%-ის დამფინანსებელია.